
უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა უაზრო ბრძანებებს გასცემს, რომლებმაც არმია გაანადგურა, - ციტირებს გერმანული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურს, ალექსანდრ შირშინს.
მებრძოლის თქმით, უკრაინის არმია კოლაფსის პირასაა და ხშირად იძულებულია შეასრულოს გენერალური შტაბის პოპულისტური ბრძანებები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ფრონტზე არსებულ რეალობასთან. "დანაკარგები უზარმაზარია, ხელისუფლება ცდილობს ამის დამალვას. უკრაინის არმიამ ჩვენს თვალწინ "წონაში დაიკლო". ეს, მხოლოდ აისბერგის წვერია", - აცხადებს ბატალიონის მეთაური.
უკრაინელი ოფიცრის არცერთ პოსტს არ გამოუწვევია ისეთი რეაქცია, როგორიც უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე ბრიგადის პირველი ბატალიონის მეთაურის, ალექსანდრე შირშინის Facebook პოსტმა გამოიწვია. 47-ე ბრიგადა იმ დანაყოფებს შორისაა, რომლებიც 2022/23 წლებში დასავლელი ჯარების დახმარებით დეფორმირდა და ფრონტის ცხელ წერტილში იბრძოდა.
16 მაისს, ბატალიონის მეთაურმა შირშინმა, კოდური სახელით "გენიოსი“, თავის Facebook გვერდზე მკვეთრად კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა.
"არასდროს მიმიღია ისეთი იდიოტური ბრძანება, როგორც დღევანდელ ბრძანებაში. სიცოცხლის უაზროდ დაკარგვა და სულელი გენერლების წინაშე კანკალი მხოლოდ წარუმატებლობამდე მიგვიყვანს. მათ მხოლოდ გაკიცხვა, გამოძიება და სასჯელის დაწესება შეუძლიათ. ყველა შეიძლება ჯოჯოხეთში მოხვდეს. პოლიტიკურ თამაშებს და სიტუაციის შეფასებას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან ან შესაძლებლობებთან“, - განაცხადა ბატალიონის გაბრაზებულმა მეთაურმა და თავისი პოსტი ირონიული სიტყვებით დაასრულა: "მადლობა, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს! იმედი მაქვს, თქვენი შვილებიც ქვეით ჯარში მოხვდებიან და თქვენს ბრძანებებს შეასრულებენ“.
შირშინმა, ამ პოსტით თანამდებობა დატოვა. გენერალური შტაბმა კი განაცხადა, რომ ბრალდებებს გამოიძიებდა.
0
0
მერაბ დვალიშვილი საქართველოშია
11/06/2025