11/04/2023
16:52
მსოფლიო
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ სახელმწიფო ქონების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის დმიტრი სენიჩენკოსა და კიდევ რამდენიმე საჯარო მოხელის მიმართ ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
უწყების ცნობით, სენიჩენკო, რომელიც სახელმწიფო ქონების ფონდს 2022 წლის თებერვლამდე ხელმძღვანელობდა, და სხვა ძებნილი პირები ეჭვმიტანილები არიან დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნაში და ორი სააქციო საზოგადოების - „ოდესის საპორტო ქარხნისა“ და „გაერთიანებული სამთო-ქიმიური კომპანიის“ სახსრების მითვისებაში.
გამოძიების მტკიცებით, სენიჩენკოს დახმარებით სახელმწიფო საწარმოებში ინიშნებოდნენ მისდამი ლოიალური ხელმძღვანელები, რომლებიც, თავის მხრივ, მუშაობდნენ რამდენიმე კერძო კომპანიის სასარგებლოდ. სამართალდამცველების განცხადებით, სენიჩენკოს მიერ შექმნილი დანაშაულებრივი დაჯგუფების მოქმედების შედეგად „ოდესის საპორტო ქარხანას“ 391 მილიონი გრივნას, ხოლო „გაერთიანებულ სამთო-ქიმიურ კომპანიას“ 118 მილიონი გრივნას ოდენობის ზარალი მიადგა.
0
0