18/12/2024
10:52
მსოფლიო
უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის კოორდინაციას აშშ-ის ნაცვლად ნატო მოახდენს.
„როიტერის“ ცნობით, ამრიგად ნატო-ს სურს, დაიცვას უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმი თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ.
მანამდე, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას კოორდინაციას უწევდა ვაშინგტონის ხელმძღვანელობით მოქმედი ე.წ. რამშტაინის ჯგუფი, რომლის წევრებიც გერმანიაში მდებარე ამავე სახელწოდების ბაზაზე იკრიბებოდნენ. ამიერიდან კი, ამას გააკეთებს ნატო-ს მისია, რომელიც გერმანიის ქალაქ ვისბადენში მდებარე ამერიკულ ბაზაზეა დისლოცირებული.
„როიტერი“ წერს, რომ უკრაინის დახმარების კოორდინაციის უფლებამოსილების ნატო-სთვის გადაბარებას შეზღუდული ეფექტი ექნება, რადგანაც ტრამპს მაინც ექნება შესაძლებლობა, შეამციროს უკრაინის სამხედრო დახმარება. ამ დრომდე აშშ-ის კიევის მხარდაჭერის მოცულობის მსოფლიოში ლიდერია.
მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, 2022 წლის იანვრიდან 2024 წლის იანვრამდე აშშ-მა კიევს 42,2 მილიარდი ევროს ოდენობით სამხედრო მხარდაჭერა გაუწია, მეორე ადგილზეა გერმანია – 17,1 მილიარდო ევროთი.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
24/01/2025