09/08/2025
01:36

"გვინდა ტერიტორიის ნაწილის დაბრუნება და სადღაც გაცვლა. ეს რთულია. ეს ასე მარტივი არ არის. ეს ძალიან რთულია", - განაცხადა ტრამპმა უკრაინის საკითხზე სამშვიდობო შეთანხმების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინს ძალიან მალე შეხვდება.
"თქვენ უყურებთ ტერიტორიას, რომლისთვისაც სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში იბრძოდნენ, სადაც ბევრი რუსი დაიღუპა, ბევრი უკრაინელი. ასე რომ, ჩვენ ამას ვუყურებთ, მაგრამ სინამდვილეში გვინდა ტერიტორიის ნაწილის დაბრუნება და სადღაც გაცვლა. ეს რთულია. ეს ასე მარტივი არ არის. ეს ძალიან რთულია... მაგრამ მე ძალიან მალე შევხვდები პრეზიდენტ პუტინს. ეს შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს უსაფრთხოების ზომები, შეთანხმებები, რომლებიც, სამწუხაროდ, ხალხმა უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ამას ბევრად უფრო ადრე გავაკეთებდი. მასაც სურს. მას სურს შეხვედრა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
0
0