01/03/2022
18:21
პოლიტიკა
„დღეიდან ვასრულებ საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ფუნქციებს. როგორც ცნობილია, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიწვია უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის. ამის მიზეზს წარმოადგენდა ორი საკვანძო საბაბი. პირველი - არის საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელიც უკავშირდება სანქციებს, რომლებიც იყო დაწესებული რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღებასთან დაკავშირებით. მეორე - მიზეზი, ეს არის გადაწყვეტილების არმიღება, რომელიც უკავშირდება მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში ჩვენი ჯარის დასახმარებლად. არსებობს ბევრი საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული ამ კონსულტაციების დროს
დღეს უკვე მეექვსე დღეა, რაც მიმდინარეობს ღია შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი ყველანაირი ნორმების წინააღმდეგ იყენებს აკრძალულ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის და ბავშვების წინააღმდეგ“, - განაცხადა ანდრეი კასანოვმა.
0
0