
უკრაინამ ოფიციალურად გამოსცა განკარგულება, რომ რუსეთმა 9 მაისს, ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში, მოსკოვში სამხედრო აღლუმის ჩატარება შეძლოს.
შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ვებგვერდზეა განთავსებული.
„ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, რომლებიც 2026 წლის 8 მაისს ამერიკულ მხარესთან გამართულ მოლაპარაკებებში იყო განსაზღვრული და მრავალრიცხოვანი თხოვნების გათვალისწინებით, ვადგენ: დავუშვათ 2026 წლის 9 მაისს რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ მოსკოვში, სამხედრო აღლუმის ჩატარება. აღლუმის დროს (2026 წლის 9 მაისს, კიევის დროით დილის 10:00 საათიდან) მოსკოვის წითელი მოედნის ტერიტორიული კვადრატი გამოირიცხოს უკრაინული შეიარაღების გამოყენების გეგმიდან“, – ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებაში.
ამასთან, ზელენსკის განკარგულებაში მითითებულია მოსკოვის წითელი მოედნის კოორდინატები.
0
0