უკრაინის ომბუდსმენი აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა კიდევ ხუთი უკრაინელი სამხედრო დახვრიტეს
22/12/2024
17:53
მსოფლიო
A-
+A
უკრაინის ადამიანის უფლებათა დამცველმა, დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა დახვრიტეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ხუთი წევრი, რომლებიც ტყვედ ბარდებოდნენ.
დრონით გადაღებულ შავ-თეთრ კადრებში, რომელიც უკრაინის 110-ე ბრიგადამ გაავრცელა, ჩანან ადამიანები, რომლებიც დანგრეული სახლიდან გამოდიან, შემდეგ მათ ორ ჯგუფად ყოფენ და ხვრეტენ. აღნიშნული ფაქტი სავარაუდოდ დონეცკის ოლქში, პოკროვსკის მახლობლად მოხდა.
უკრაინის პროკურატურის განცხადებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუს სამხედროებს, სულ მცირე, 147 უკრაინელი ტყვე ჰაყავთ დახვრეტილი, მათგან 127 – მიმდინარე წელს. ლუბინეცმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის შესახებ გაერო-სა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შეატყობინებს.
0
0
93
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%