17/11/2022
16:44
პოლიტიკა
უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის აქტივების ჩამორთმევის განმეორებით მოთხოვნით, სარჩელი შეიტანა, - განაცხადა სანქციების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ინა ბოგატიხმა. მისი აზრით, სამხედრო კონფლიქტი უკრაინის ტერიტორიაზე სწორედ იანუკოვიჩის ქმედებებმა გამოიწვია და ამიტომ, ის სასჯელს იმსახურებს.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს არ უთქვამს, კონკრეტულად რომელი ქონების ჩამორთმევას აპირებენ.
ოქტომბერში. უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იანუკოვიჩის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ, განკარგულებას ხელი მოაწერა, რაც კიევს საშუალებას აძლევს, სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის აქტივები 10 წლით დაბლოკოს. შეზღუდვების ქვეშ მოხვდნენ რუსი ბიზნესმენი, ოლეგ დერიპასკა და მისი უკრაინელი კოლეგა, სერგეი კურჩენკო.
0
0