01/03/2022
22:23
პოლიტიკა
გამარჯობა საქართველო. ძვირფასო დებო და ძმებო, მე მოვედი აქ მადლობის სათქმელად მოვედი და რომ ქედი მოგიხაროთ თითოეულ თქვენგანს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულს, ვინც უკრაინისთვის საბრძოლველად მოხალისედ ეწერება. ახლა ჩემი ქალიშვილი ბომბების ქვეშაა, არ შემწევს ძალა აღვწერო, თუ როგორ მძულს ის ქვეყანა, რომელიც ჩემს მიწაზე მოვიდა და უნდა რომ ის წაიღოს. ვინმეს თუ არ სჯერა რომ ჩვენ იქ გვკლავენ, მე შემიძლია სურათები ვაჩვენო ბავშვების, რომლებსაც ესვრიან. ისინი არ არიან ადამიანები, ჩვენ ისინი ყველამ ერთად უნდა გავაჩეროთ. მე არ ვიცი რა გავაკეთო, რადგან არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვარ მხატვარი, შეიძლება არ შემიძლია ლამაზად საუბარი, თუმცა ჩემი ბავშვისთვის, ჩემი ოჯახისთვის და ჩემი ქვეყნისთვის მათ უბრალოდ გავხევ შუაზე. [...] ვიცი, რომ უკრაინაში 800 000 ქართველი ცხოვრობს და მხოლოდ და მხოლოდ სცხვენიათ. უდიდესი მადლობა ყველას, რომ აქ დგახართ, მაგრამ ჩვენ იქ ვდგავართ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვისაც. - განაცხადა ლიაშკომ
0
0