24/12/2023
18:28
მსოფლიო
უკრაინის ეკლესია 25 დეკემბერს შობას წელს პირველად აღნიშნავს. აქამდე უკრაინა შობას, საქართველოს მსგავსად, 7 იანვარს აღნიშნავდა.
25 დეკემბერს ქრისტეშობას 11 ავტოკეფალური, მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტიანების უმრავლესობასთან ერთად იზეიმებს:
კონსტანტინოპოლის
ალექსანდრიის
ანტიოქიის
საბერძნეთის
კვიპროსის
რუმინეთის
ბულგარეთის
ალბანეთის
ჩეხეთ-სლოვაკეთისა
ამერიკის
უკრაინის
7 იანვარს ქრისტეშობას 5 ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია შეხვდება:
იერუსალიმის
რუსეთის
საქართველოს
სერბეთის
პოლონეთის
11 ეკლესია უძრავ საეკლესიო დღესასწაულებს "ახალი კალენდარული სტილით" (შესწორებული იულიუსის კალენდარი) ზეიმობს, ხოლო მოძრავს - "ძველი კალენდარული სტილით" (იულიუსის კალენდარი).
ამრიგად, ქრისტეშობას მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობა დასავლელ ქრისტიანებთან ერთად აღნიშნავს, ხოლო აღდგომას და მასზე მიბმულ დღესასწაულებს, უკვე იმ ექვს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომელიც იულიუსის კალენდარზე რჩება და შობას 7 იანვარს აღნიშნავს.
25 დეკემბერს შობას კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობა ზეიმობს.
სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობას 6 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულთან ერთად აღნიშნავს.
0
0