28/11/2023
14:09
მსოფლიო
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის მეუღლე, მარიანა, მძიმე ლითონებით მოწამლეს, ის ცოცხალია და მკურნალობის პირველი ეტაპი დაასრულა. ამის შესახებ „უკრაინასკაია პრავდას“ უსაფრთხოების დეპარტამენტში წყაროებმა შეატყობინეს.
„ბუდანოვის ცოლის შესახებ ინფორმაცია სიმართლეა. ის თავს ცუდად გრძნობდა, ამიტომ ჩაუტარეს კვლევა, რომლებმაც გამოავლინა მოწამვლა" - აცხადებს წყარო.
მისივე თანახმად, ბუდანოვის ცოლი „სავარაუდოდ, მოიწამლა საკვებით". „ის უკვე უკეთესადაა, მკურნალობის პირველი ეტაპი გავიდა", - აღნიშნავენ წყაროებმა.
„რადგან ბუდანოვის ცოლი ტანით პატარა და მცირეწონიანია, მოწამვლამ უფრო სწრაფად იჩინა თავი. მოწამვლა კიდევ რამდენიმე თანამშრომელშიც დადასტურდა: „უბრალოდ ცოტა გიგანტურები არიან, ვერაფერი შეამჩნიეს საკუთარ თავზე, ახლა მათაც მკურნალობენ. ”, - აცხადებენ წყაროები.
0
0