
უკრაინელებს ძალუძთ გაიმარჯვონ რუსეთზე თავიანთი სიმამაცით, სიმტკიცითა და იდეებით, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„რუსეთი ყოველწლიურად ხარჯავს მილიარდობით დოლარს სხვა ქვეყნებში გავლენის [მოპოვების] ოპერაციებზე. ისინი ავრცელებენ ქაოსს, ძირს უთხრიან ჩამოყალიბებული ინსტიტუტების მუშაობას, აფინანსებენ დეზინფორმაციას და ქრთამავენ სამოქალაქო და პოლიტიკურ ლიდერებს.
ეს ეხება პლანეტის სხვადასხვა რეგიონს. აფრიკა, აზიის სხვადასხვა ნაწილი და ევროპა, რომელიც განსაკუთრებით დაუცველია პუტინის სისტემის მიერ პროვოცირებული დესტაბილიზაციის მიმართ. რუსული დაზვერვა და ქაოსის გავრცელების ძალისხმევა ასევე მიზნად ისახავს სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკას.
ასეთი რუსული გავლენა მოქმედებს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თავდაცვის წინააღმდეგ. გასაგებია, რომ რუსეთის ფინანსურ რესურსებს ვერ ვუტოლდებით. თუმცა, უკრაინელებს ძალუძთ გაიმარჯვონ რუსეთზე თავიანთი სიმამაცით, სიმტკიცითა და იდეებით“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
0
0