
გამოქვეყნდა უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის მემორანდუმის სრული ტექსტი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ძირითადი დებულებები:
ყირიმის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საერთაშორისო-სამართლებრივი აღიარება;
უკრაინის ნეიტრალიტეტის გამოცხადება, მისი უარი სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე;
უკრაინაში სხვა სახელმწიფოების სამხედრო საქმიანობის აკრძალვა;
უკრაინის უბირთვო სტატუსი;
უკრაინის შეიარაღებული ძალების მაქსიმალური რაოდენობის დადგენა;
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მოხსნა;
რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნა, ნაციზმის გმირულად გამოცხადების აკრძალვა;
უკრაინასთან დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების ეტაპობრივი აღდგენა;
საბრძოლო მოქმედებებით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით პრეტენზიებზე ურთიერთუარი;
ოჯახების გაერთიანებასთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა.
ცეცხლის შეწყვეტის ორი ვარიანტი:
ვარიანტი 1:
უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანა უკრაინის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
ვარიანტი 2:
უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების აკრძალვა; მობილიზაციის შეწყვეტა და დემობილიზაციის დაწყება;
მესამე ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლობის გამორიცხვა;
კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარების შეწყვეტა;
კიევის უარი რუსეთის წინააღმდეგ დივერსიულ მოქმედებებზე;
პოლიტპატიმრების ურთიერთამნისტია და დაკავებული სამოქალაქო პირების გათავისუფლება;
უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმება;
არჩევნები უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს ასი დღისა.
0
0