27/12/2023
18:58
მსოფლიო
უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იულია სვირიდენკო აცხადებს, რომ დასავლეთის ფინანსური დახმარების გარეშე შესაძლოა, უკრაინაში ხელფასებისა და პენსიების გაცემა შეფერხდეს. ამის შესახებ სვირიდენკომ „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, თუ უკრაინა 2024 წლის დასაწყისში დასავლეთისგან დაფინანსებას ვერ მიიღებს, მაშინ კიევს მოუწევს 500 ათასზე მეტი სახელმწიფო მოხელისთვის და 1,4 მილიონი მასწავლებლისთვის ხელფასების გაცემის შეზღუდვა, ასევე 10 მილიონი პენსიონერი კუთვნილ პენსიას ვერ მიიღებს.
სვირიდენკოს თქმით, საგარეო მხარდაჭერის დეფიციტი უკრაინის ეკონომიკას „გადარჩენის“ რეჟიმში გადაიყვანს. კერძოდ, უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მომავალ წელს კიევს საგარეო დახმარების სახით 37 მილიარდი დოლარი დასჭირდება.
სვირიდენკო იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი თებერვალში დაამტკიცეს უკრაინის დახმარებას და კიევი მას მარტში მიიღებს. მან ასევე მოუწოდა პოლონეთის ახალ მთავრობას, შეწყვიტოს სასაზღვრო გადასასვლელების ბლოკირება.
0
0