-share.jpg)
უკრაინაში ქალებს უჭირთ პირადი ცხოვრების ორგანიზება, რადგან მამაკაცების უმეტესობა ფრონტზე წავიდა, ან მობილიზებას თავს არიდებს. ამის შესახებ New York Times-ი უკრაინელი ქალების ისტორიებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემაში ნათქვამია, რომ უკრაინაში მამაკაცებს არ სურთ ურთიერთობაში შესვლა, რადგან შიშობენ, რომ ისინი ნებისმიერ დროს შესაძლოა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაიწვიონ. ამავდროულად, ქალებს ეშინიათ საკუთარი ცხოვრების სამხედროებისთვის დაკავშირება. აღნიშნულია, რომ ზოგიერთი გოგონა ხშირად არ არის მზად, ცხოვრება დაუკავშიროს მათ, ვინც კონფლიქტის დროს ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაზიანებები მიიღო.
2024 წლის 18 მაისს უკრაინაში მობილიზაციის გამკაცრების კანონი ამოქმედდა. სამხედრო სამსახურში ჩართულ პირთა რეესტრში შეყვანილი პირები დაკარგავენ საზღვარგარეთ გამგზავრების, სახსრების გამოყენების, მანქანის მართვის, უძრავი ქონების ტრანზაქციების განხორციელების და საბუთების - პასპორტისა და უცხოური პასპორტის შედგენის უფლებას.
მანამდე გამოცემის ჟურნალისტები იტყობინებოდნენ, რომ მაისში მობილიზაციის გაძლიერების შესახებ კანონის მიღების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლება თვეში 30 ათასამდე სამხედრო მოსამსახურის მობილიზებას აპირებს.
0
0