
უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, შესაძლებელია თუ არა კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, თურქ კოლეგასთან, ჰაქან ფიდანთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ლავროვის თქმით, რუსეთი აფასებს თურქეთის მზადყოფნას, გააგრძელოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობა და, ზოგადად, მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, კვლავ მიმართავდა თურქეთს მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ორგანიზებისთვის.
ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის საპასუხო დარტყმები უკრაინაში სამხედრო ობიექტებზე ბუნებრივია კიევის მიერ რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შემდეგ.
„დამნაშავე უნდა დაისაჯოს და გარწმუნებთ, რომ ზელენსკიმ და მისმა ხუნტამ ძალიან კარგად იციან, რისთვის დაისაჯნენ, ისევე როგორც კარგად იციან, რომ მათი დარტყმებისგან განსხვავებით, ჩვენი დარტყმები ექსკლუზიურად სამხედრო სამიზნეებზე განხორციელდა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გამოყენებულ ობიექტებზე“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
ამასთან, პრესკონფერენციაზე ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკების მეორე რაუნდის გასამართად რუსეთი უპირატესობას თურქეთს მიანიჭებს
„თუ მე მკითხავთ, ისევ ჩვენს თურქ მეგობრებს მივმართავდი – სტამბოლი ძალიან კარგია“, – აღნიშნა ლავროვმა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ მისი თურქეთი ყოველთვის მზადაა მხარეებს მსგავსი შესაძლებლობა მისცეს.
„ჩვენ ამას ჩვენს მოვალეობად მივიჩნევთ, რომ უზრუნველვყოთ მშვიდობა“, – განაცხადა ფიდანმა.
„როიტერის“ ცნობით, ფიდანი კვირის ბოლოს კიევში გაემგზავრება.
ცნობისთვის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ბფიდანი ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფება, სადაც ვლადიმერ პუტინს და ვლადიმერ მედინსკის შეხვდა.
0
0