უკრაინაში რუსული არმიის შეჭრა რამდენიმე წლით შევაფერხე - ტრამპი
20/06/2023
15:38
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის რომ თანამდებობაზე დარჩენილიყო, ვლადიმერ პუტინი, უკრაინაში არ შეიჭრებოდა.
„უკრაინაში რუსული არმიის შეჭრა რამდენიმე წლით შევაფერხე მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვუთხარი: "ნუ გააკეთებ ამას!. და, თუ მაინც ეს მოხდება, ნამდვილი ჯოჯოხეთი დატრიალდება. ეს იქნება კატასტროფა!", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა მემარჯვენე ამერიკული ქსელური ტელეკომპანიის Fox News-თან ინტერვიუში.
ექს-პრეზიდენტმა ასევე დასძინა: „პუტინთან დიდი ხანია არ მილაპარაკია, თუმცა მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს“.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა ბოლო დროს რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის რომ ისევ აშშ-ის პრეზიდენტი ყოფილიყო, ომს 24 საათში დაასრულებდა.
0
0
238
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%