
1100-ზე მეტი მოხალისე სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან მონაწილეობს რუსეთის შეჭრაში უკრაინაში შეიარაღებული ძალების და მოხალისეთა თავდასხმის კორპუსის შემადგენლობაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოკლუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა ლიდერმა, კორპუსის მეთაურის მოადგილემ სამხედრო-პოლიტიკურ სამუშაოებში ანატოლი ბიბილოვმა განუცხადა.
„სამხრეთ ოსეთიდან, ჩემი ინფორმაციით, 1100-1200 ადამიანი მონაწილეობს ოპერაციაში. როგორც შეიარაღებულ ძალებში, ასევე მოხალისეთა თავდასხმის კორპუსში. ისინი არა მხოლოდ 2008 წელს გაწეული დახმარებისთვის და 90-იან წლებში სამშვიდობოების განლაგებისთვის მადლიერების გამო მიდიან იქ, - სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები რუსეთს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევენ და თავის მოვალეობად მიაჩნიათ რუსეთის დაცვა“ - განაცხადა ბიბილოვმა.
0
0
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 6%-ით დაეცა
03/08/2026