27/02/2024
11:17
მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის დამარცხება ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.
როგორც BBC-ი წერს, პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპელი ლიდერები კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ კიევისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდების მიზნით.
„უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნაზე კონსენსუსი არ არსებობს, თუმცა არაფერი არ უნდა იყოს გამორიცხული. დარწმუნებულნი ვართ, რომ რუსეთის დამარცხება გადამწყვეტი ფაქტორია ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, რადგან რუსეთი ერთადერთი აგრესორია. ჩვენ არ ვეომებით რუს ხალხს. უბრალოდ, არ გვინდა, რომ მათ გამარჯვების საშუალება მივცეთ. კოალიცია უკრაინას ღრმა დარტყმებისთვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებსა და ბომბებს მიაწვდის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსეთმა ეს ომი ვერ მოიგოს,” – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
0
0