
,,თავისფალი ხალხის პარტიის“ ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილზე ბევრი ჭორი სმენია, თუმცა ამ ჭორების უდიდესი ნაწილი ტყუილია.
ასეთი დასკვნა მან ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამოიტანა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ რამდენიმე საათიანი კომუნუკაცია არ არის საკმარისი ზუსტი შეფასების გასაკეთებლად.
თავად შეხვედრას მათზე რომ არანაირი გავლენა არ ჰქონია, ამის დასტურად კი რაქვიაშვილი იმ გარემოებას ასახელებს, რომ მათი პოზიცია არცერთი საკითხის მიმართ არ შეცვლილა.
,,მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერა ვამბობ, რომ ეროვნული ბანკი გასაუქმებელია. რომ მეთქვა ეროვნული ბანკი კარგი ყოფილაო, ალბათ მიხვდებოდით რომ რაღაც მოხდა. ჩვენი დამოკიდებულება სხვა პარტიების მიმართაც იგივეა“ - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა რადიო ,,სივრცის“ ეთერში.
მისი თქმით, შეხვედრა და ლაპარაკი, პოლიტიკოსის ვალდებულებაა და დიდი ხანია ,,უცნაური” ოპოზიციის ბულინგის არ ეშინიათ.
0
0