
უკრაინის მოლაპარაკებათა დელეგაციამ დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის ლიდერის ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის მზადება. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“ უკრაინის მოლაპარაკებათა ჯგუფის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მთავარი ამოცანა, ჰუმანიტარული მიმართულებით, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერებს შორის შეხვედრის ორგანიზებაა“, - წერს გამოცემა.
19 ივლისს ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმებები ლიდერების დონეზე შეხვედრით უნდა გაძლიერდეს. მისი თქმით, უკრაინა მზადაა ასეთი შეხვედრისთვის.
23 ივლისს, ბრიფინგზე, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, კომენტარი გააკეთა ზელენსკის სიტყვებზე ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის მზადების შესახებ. მან აღნიშნა, რომ მემორანდუმებზე შეთანხმებისთვის გასატარებელი ყველა სამუშაო ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრისთვის მომზადებაა.
კრემლის წარმომადგენელმა დასძინა, რომ ლიდერების დონეზე შეხვედრების დაგეგმვა ნაკლებად სავარაუდოა, სანამ ასეთი სამუშაო არ დასრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა „უხეში, ძალიან რთული და ძალიან ინტენსიური სამუშაო“ უმაღლეს დონეზე უნდა შესრულდეს.
მანამდე პესკოვმა გაიხსენა, რომ უკრაინაში კვლავ ძალაშია კანონი, რომელიც პუტინთან მოლაპარაკებებს კრძალავს.
0
0