რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა უკრაინის სპეცოპერაცია 2008 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შეადარა და განაცხადა, რომ მიმდინარე სამხედრო კამპანიაც რუსეთის გამარჯვებით დასრულდება. შესაბამისი პუბლიკაცია სოციალურ ქსელ X-ის მის გვერდზე გავრცელდა.
„2008 წელს ჩვენ დავიცავით ჩვენი ხალხი და დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესები ამ სააკაშვილის დარბევის შემდეგ. მიმდინარე სამხედრო კამპანიაც რუსეთის უპირობო გამარჯვებით დასრულდება“, - ნათქვამია მედვედევის პოსტში.
მანამდე მედვედევმა განაცხადა, რომ საჭიროა სერიოზული გაკვეთილის გამოტანა კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებებიდან და „უმოწყალოდ უნდა დაამარცხონ და გაანადგურონ მტერი“.
0
0
19 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
17/08/2026
ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს
17/08/2026