
ომი არ უნდა მომხდარიყო, ის იყო პროვოცირებული და ეს არ ნიშნავს აუცილებლად, რომ პროვოცირებული იყო რუსების მიერ, – ამის შესახებ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
სტივ ვიტკოფის თქმით, მიმდინარეობდა საუბრები ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი საუბრობდა ამის შესახებ და ეს გახდა საფრთხე რუსეთისთვის.
„ასე რომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს ფაქტი და ეს არის რეალური ფაქტები ადგილზე. რუსები მიუთითებდნენ, რომ ამას პასუხს გასცემდნენ. იყო არსებითი მოლაპარაკებები, რომელიც ცნობილია სტამბოლის პროტოკოლის სახელით. ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით შეთანხმების ხელმოწერასთან და ვფიქრობ, ამ ჩარჩოს გზამკვლევად გამოყენება უკრაინას და რუსეთს შორის მშვიდობის მისაღწევად, შესანიშნავი იქნება. პრეზიდენტს ესმის, რომ შეთანხმებები მაშინ იდება, როდესაც ის კარგია ყველა მხარისთვის. სწორედ ამ გზაზე ვართ“, – განაცხადა სტივ ვიტკოფმა.
0
0