
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებები შეეხება პოტენციურ „შეთანხმებას შავ ზღვასა“ და, სავარაუდოდ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.
"არსებობს რეგიონები, სადაც, როგორც ყველამ ვიცით, რუსები არიან კონცენტრირებული. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ბირთვული რეაქტორის საკითხზე, რომელიც ელექტროენერგიას აწვდის უკრაინას. შავ ზღვასთან დაკავშირებით პოტენციური შეთანხმების ნაწილია პორტებზე წვდომა. უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე მოლაპარაკებებში პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება და არის იმედი, რომ ადრეული სამშვიდობო შეთანხმება მიღწეული იქნება.
ვწუხვარ, რადგან ევროპამ რუსეთი ზავიდან გამოთიშვაში დაადანაშაულა და არსებობენ ადამიანები, რომლებიც საჭირო პირველადი ინფორმაციის გარეშე ასეთ შეფასებებს აკეთებენ", - თქვა ვიტკოფმა.
0
0