უკრაინაში დაჭრილ რუს ჯარისკაცს კომპენსაციის ნაცვლად სტაფილო და ხახვი გადასცეს
28/12/2023
13:30
მსოფლიო
A-
+A
უკრაინის ფრონტზე დაჭრილ რუს ჯარისკაცს ფულადი კომპენსაციის ნაცვლად ორი სათლი სტაფილო და ერთი შეკვრა ხახვი აჩუქეს. ინფორმაციას რუსული მედიები სამხედროს ცოლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
შემთხვევა ვოლგოგრადის ოლქში მოხდა. 45 წლის რუსი ჯარისკაცი ოლეგ რ. 2022 წლის სექტემბერში უკრაინის ფრონტზე წაიყვანეს, ის ივნისში რაბოტინოსთან დაიჭრა.
მებრძოლის ცოლის თქმით კაცს მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ დაშავებულ მუხლის სახსარზე არ უმკურნალეს და მის ფრონტზე ხელმეორედ გაგზავნას ეცადნენ.
ქალის აზრით მედიკოსები განზრახ არ აკეთებენ სახსრის ოპერაციას, ვინაიდან ამ შემთხვევაში მისი ქმარი სამხედრო სამსახურისთვის უვარგისის სტატუსს, 3 მილიონი რუბლის ოდენობის კომპენსაციას და გაზრდილ პენსიას მიიღებს.
0
0
531
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%