08/11/2024
18:49
მსოფლიო
უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები გაცვალეს.
უკრაინის სამხედრო ტყვეების საქმეთა საკოორდინაციო შტაბმა განაცხადა, რომ მორიგი გაცვლისას უკრაინაში დააბრუნეს 563 ადამიანის ცხედარი - 320 სამხედრო დაიღუპა დონეცკის მიმართულებით, 89 - ბახმუტში, ხოლო კიდევ 154 ჯარისკაცის ცხედრები რუსეთში, მორგებში, იქნა ნაპოვნი.
ვინაობის დასადგენად დაღუპულთა ცხედრები და ნეშთები შესაბამის დაწესებულებებს გადაეგზავნება.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, უკრაინის საკოორდინაციო შტაბს დაღუპულთა დაბრუნებაში დახმარებას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, უშიშროების, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები უწევდნენ
იმავე დროს, რუსეთში 37 რუსი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დააბრუნეს.
2024 წლის მარტის დასაწყისში უკრაინის ომბუდსმენმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ უკრაინაში 2800-ზე მეტი სამხედრო ცხედარი და ნეშტი იქნა იდენტიფიცირებული. უცნობია, თუ კიდევ რამდენი უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი რჩება ამოუცნობი.
რადიო თავისუფლება
0
0