22/07/2023
15:57
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 22 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათზე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საარტილერიო დარტყმა მიაყენეს “რია ნოვოსტის” და “იზვესტიას” საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტთა ჯგუფს, რომლებიც ამზადებდნენ მასალებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულ თავასხმებზე ზაპოროჟიეს რეგიონის დასახლებულ პუნქტებზე.
“რია ნოვოსტი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კასეტური საბრძოლო მასალით თავდასხმის შედეგად, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება ოთხმა ჟურნალისტმა მიიღო.
ისინი სასწრაფოდ გადაიყვანეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საველე სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც უტარდებათ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ევაკუაციის დროს “რია ნოვოსტის” სამხედრო მიმომხილველი, როსტისლავ ჟურავლევი კასეტური საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
“რია ნოვოსტის” ფოტოჟურნალისტმა კონსტანტინე მიხალჩევსკიმ კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. იგი უკვე გადაყვანილია მელიტოპოლში. თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მისცემთ, შესაძლოა მოხდეს მისი ტრანსპორტირება ყირიმში, წერს რუსული მედია.
0
0