
უკრაინას 10-12 ტრილიონი დოლარის კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეული აქვს. შესაძლოა უკრაინა უმდიდრესი ქვეყანა იყოს მთელს ევროპაში. არ მინდა ვლადიმირ პუტინს მივცე წვდომა ამ ფულსა და რესურსებზე, რათა ისინი ჩინეთს გაუზიაროს, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატრომა ლინდსი გრემმა CBS-ის ეთერში განაცხადა.
„თუ უკრაინას ახლა დავეხმარებით, შესაძლოა საუკეთესო ბიზნეს პარტნიორები გახდნენ და ტრილიონობით დოლარის კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეულს თვითონ უკრაინამ და დასავლეთმა უნდა გამოიყენონ, არა პუტინმა და ჩინეთმა. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დასრულდება უკრაინის ამბავი. მოდით დავეხმაროთ იმ ომის მოგებაში, რომლის წაგების უფლება არ გვაქვს, მოდით ვიპოვოთ ამ ომიდან გამოსავალი, მაგრამ ისინი ოქროს საბადოზე სხედან, 10-12 ტრილიონი დოლარის ოდენობის კრიტიკული მნიშვნელობის წიაღისეულის პუტინისთვის გადაცემა, რომელსაც ის ჩინეთს გაუზიარებს - ეს უბრალოდ სასაცილოა“, - აღნიშნა მან.
0
0