13/06/2023
12:18
პოლიტიკა
„დაიწყება ისტერია და მარტივად გავარკვევთ რა დავალება მოუვიდათ ჩვენს „ეროვნულ ბენეფიციარებს“ პატრონებისგან“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს.
როგორ ქადაგიძე აღნიშნავს, ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებებით გამოჩნდება, თუ რა ახალი დავალება მიიღეს მათ პატრონებისგან.
„იუპიტერის და ხარის ამბავი, ხომ იცით? ჰო და... ერთი და იგივე კანონპროექტი გადაიგზავნა დეოლიგარქიზაციაზე ვენეციის კომისიას, თუმცა უკრაინას ტაში დაუკრეს და საქართველოს შემთხვევაში არ მოსწონთ... ნეტა რატომ? კითხვაზე პასუხს რადიკალური ოპოზიციის განცხადებებიდან მივიღებთ. დაიწყება ისტერია და მარტივად გავარკვევთ რა დავალება მოუვიდათ ჩვენს „ეროვნულ ბენეფიციარებს“ პატრონებისგან. ნეტა, რა ნარატივის განვითარებას სთხოვენ? დაველოდოთ“... - წერს ზურაბ ქადაგიძე.
0
0