05/10/2022
17:07
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, უკრაინა გაიმარჯვებს და უკრაინის ტერიტორიის დათმობას არანაირი სამშვიდობო შეთანხმება არ უნდა ითვალისწინებდეს.
„უკრაინელი ხალხი იბრძვის არა მხოლოდ მათი უსაფრთხოებისთვის, არამედ ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში. პუტინის მიერ უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსია მიმართულია დემოკრატიის დამხობისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევისკენ,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, უკრაინას შეუძლია გამარჯვება და უნდა გაიმარჯვოს.
„ჩვენ არ უნდა დავუთმოთ მათ, ვისაც სურს გარიგება უკრაინული მიწის სანაცვლოდ. ჩვენ მხარს დავუჭერთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და უკრაინა გაიმარჯვებს“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.
0
0