21/12/2023
18:19
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინას, სავარაუდოდ, მალე დასჭირდება გარკვეული რაოდენობის მოქალაქეების მობილიზება ქვეყნის დასაცავად.
ოლექსი დანილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამატებით 500 ათასი ნადამიანის მობილიზების საკითხი არ არის მოკლევადიანი პერსპექტივის საკითხი.
"ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი სამართლიანობაზე საუბრობს, რომ არ გვქონდეს ისეთი მოვლენები, როდესაც ზოგი ქვეყანას იცავს, ზოგი კი მსოფლიოს სხვა კუთხეებში იმყოფება და კურორტებზე ისვენებს. მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები. ამ შემთხვევაში, რასაც პრეზიდენტი დაჟინებით მოითხოვს არის სამართლიანობა", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა.
ოლექსი დანილოვის თქმით, თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი მობილიზაციის შესახებ თავიანთ ხედვას წარმოადგენენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება 500 ათასი მოქალაქის მობილიზაციის შესახებ, უკრაინის პარლამენტმა უნდა მიიღოს.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024