20/03/2023
15:57
პოლიტიკა
ჩეხეთის პრეზიდენტის პეტრ პაველის განცხადებით, უკრაინას კონტრშეტევის დასაწყებად "ერთი შესაძლებლობის ფანჯარა" აქვს.
როგორც პეტრ პაველმა პოლონურ გაზეთ Rzeczpospolita-ს განუცხადა, "ომით გამოწვეული სტრესი" უკრაინის მოკავშირეებს შორის მომავალი ზამთრის შემდეგ იქნება შესამჩნევი.
„მიმაჩნია, რომ უკრაინამ მიმდინარე წელს კონტრშეტევის შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და, თუ ის გადაწყვეტს დიდი კონტრშეტევის წამოწყებას და დამარცხდება, მომავალი ზამთრის შემდეგ უკრაინას უკიდურესად გაურთულდება ფინანსური დახმარების მოპოვება შემდეგი სვლისთვის“, - დასძინა პეტრ პაველმა.
პაველის განცხადებით, "ომით გამოწვეულ სტრესს არ განაპირობებს მხოლოდ უკრაინაში ადამიანური რესურსებისა და საბრძოლო აღჭურვილობის ამოწურვა და ინფრასტრუქტურის განადგურება, არამედ იმ ქვეყნებში არსებული კრიზისიც, რომლებიც უკრაინას დახმარებას უწევენ“.
0
0