უკრაინას არ აქვს ძალები ყირიმისა და დონბასის სამხედრო გზით დასაბრუნებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი
18/12/2024
20:10
მსოფლიო
A-
+A
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას ახლა არ გააჩნია ძალები, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის სამხედრო გზით დასაბრუნებლად.
ამავე დროს, იგი ხაზს უსვამს, რომ ეს არ ნიშნავს რუსული ოკუპაციის იურიდიულად აღიარებას.
„იურიდიულად ვერ ვიტყვით უარს ჩვენს ტერიტორიებზე, ეს კონსტიტუციითაა აკრძალული. ფიზიკურად კი, რისთვისაა ეს ხმამაღალი სიტყვები? თუ ფიზიკურად ისინი აკონტროლებენ ჩვენი ტერიტორიის ნაწილს, ასეცაა. სამწუხაროა, რომ ჩვენ არა.
თუ დღეს არ გვაქვს ძალები, რომ სამხედრო გზით დავიბრუნოთ ტერიტორიები, დასავლეთს შეიძლება გამოუჩნდეს ძალები, რათა დასვას პუტინი მოლაპარაკების მაგიდაზე და დიპლომატიურად მოაგვაროს ეს ომი“, — აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
0
0
43
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%