
უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე მოიერიშე ბრიგადა აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქში ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე კონტრშეტევაზე გადავიდა და თითქმის ორი კვადრატული კილომეტრით წინ წაიწია.
„მესამე მოიერიშე ბრიგადა წინ შეტევას აწარმოებს ხარკოვის ოლქში, ვიბრუნებთ ტერიტორიებს!”, – ნათქვამია უკრაინელი სამხედროების განცხადებაში.
როგორც მესამე მოიერიშე ბრიგადა ტელეგრამ-ახრში წერს, სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს ოკუპანტების თავდაცვის რაიონზე, ასევე მტრის საყრდენ პუნქტებზე. მათი ცნობით, ბრძოლის ველზე ძალთა თანაფარდობა 2,5:1 რუსეთის არმიის სასარგებლოდ.
ამასთან, ბრიგადის მეთაურობა არ აკონკრეტებს, ფრონტის რომელ მონაკვეთზე ახორციელებენ კონტრშეტევას.
ბრიგადაში ამბობენ, რომ შეტაკებების ოთხი დღის განმავლობაში რუსეთის ძალებმა სამასი სამხედრო, ასევე ტექნიკისა და შეიარაღების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკარგეს.
0
0