24/02/2022
15:27
პოლიტიკა
ზურაბიშვილის თქმით, დღეს ეროვნული თანხმობის საკითხი არის ერთი და ეს არის უკრაინა, ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ.
„ეროვნული თანხმობის დღევანდელი სესია, რომელიც უნდა ჩატარებულილიყო აქ, გავაუქმე, რამეთუ დღეს საკითხი ეროვნული თანხმობის არის ერთი და მხოლოდ ერთი, ეს არის უკრაინა, ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ტრაგიკული დღე არის უკრაინისთვის დღევანდელი დღე, მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობის შენარჩუნებისთვის ბოლომდე ყველაფერი იღონა, ვერ აიცილა თავიდან რუსეთის სრულმაშტაბიანი აგრესია. დღეს, როცა იგი ცდილობს, გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდზე დგას. ეს დღე ასევე ტრაგიკულია საქართველოსთვის და ყველა მშვიდობის მოყვარე დემოკრატიული ერებისთვის ევროპასა და მსოფლიოში, რამეთუ ომი ევროპის გულში გაჩაღდა ყველანაირი დიალოგის მცდელობის მიუხედავად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
0
0