
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ორ განკარგულებას 147 რუსისა და რუსეთთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. ისინი გამოქვეყნებულია პრეზიდენტის ვებგვერდზე.
ზელენსკის განკარგულებით საბოლოოდ სანქციების ორი ახალი სია ჩამოყალიბდა. პირველში 87 რუსი მოხვდა, მეორეში კი - რუსეთის, უკრაინის, კვიპროსის, ბელარუსის, გერმანიის, უზბეკეთის, ავსტრიისა და დიდი ბრიტანეთის 60 მოქალაქე.
უკრაინის სანქციების ქვეშ კერძოდ მოხვდნენ:
"რუსნანოს" ყოფილი ხელმძღვანელი ანატოლი ჩუბაისი;
რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელი ალექსეი კუდრინი;
მოსკოვის მთავარი სანიტარული ექიმი ელენა ანდრეევა;
საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის ძალების მეთაური, რუსეთის კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილე ანდრეი დემინი;
34 ადამიანის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა 10 წლის ვადით, 50-ის წინააღმდეგ – ხუთი წლით, სამის წინააღმდეგ-სამი წლის ვადით. შეზღუდვები მოიცავს აქტივების დაბლოკვას, სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას, ლიცენზიების გაუქმებას, უკრაინის ტერიტორიაზე სატრანზიტო და სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვას, პრივატიზაციის აკრძალვას და სხვა შემზღუდველ ზომებს.
ჩუბაისი რუსეთის ყველაზე მაღალი რანგის მოხელეა, რომელმაც თანამდებობა დატოვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. გაზეთი „კომერსანტი“ იტყობინება, რომ ის 22 მარტს სტამბოლში ნახეს.
0
0