უკრაინის თავდაცვის ძალებმა, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში, პორტ „კავკაზთან“ ახლოს, „ნეპტუნის“ რაკეტებით ნავთობტერმინალს დაარტყეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, საჰაერო დარტყმები „ნეპტუნის“ სანაპირო სარაკეტო სისტემიდან უკრაინული წარმოების რაკეტებით განხორციელდა. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა.
აფეთქებებმა ზარალი გამოიწვია. თავდასხმის შედეგებზე გამოძიება მიმდინარეობს. სამხედრო ოპერაცია უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებთან კოორდინაციით ჩატარდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ასევე დაადასტურა, რომ ერთი დღით ადრე, 30 მაისს თავდაცვის ძალებმა ზუსტი დარტყმებით მწყობრიდან გამოიყვანეს ანექსირებული ყირიმის საპორტო ქალაქ ქერჩის საბორნე გადასასვლელის ბორნები, რომლებიც ქერჩსა და რუსეთის კრასნოდარის მხარის პორტ „კავკაზს“ შორის მოძრაობდნენ და საოკუპაციო ძალების სამხედრო ლოგისტიკას ემსახურებოდნენ.
0
0