
უკრაინა ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე მისი გაწევრიანება უნგრეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„უკრაინის გაწევრიანება გაანადგურებს უნგრელ ფერმერებს და არა მხოლოდ მათ, არამედ მთელ უნგრულ ეკონომიკას. უკრაინა, ან რაც დარჩება მისგან, კვლავ ბუფერულ ზონად გადაიქცევა. ის არ იქნება ნატო-ს წევრი. იქნება თუ არა ის ევროკავშირის წევრი? ამას უნგრელები გადაწყვეტენ. უკრაინა არასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი, ვიდრე უნგრეთის და უნგრელების ინტერესებს ეწინააღმდეგება“,- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ამასთან, უნგრეთის პრემიერმა უნგრეთის შიდა საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ და სამ შვილიანი დედები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან და მიმდინარე წლის აპრილიდან საცხოვრებელი სახლისთვის სესხების საპროცენტო განაკვეთებს 5%-მდე შეამცირებს.
„ჩვენ ვაცხადებთ ევროპაში ყველაზე მასშტაბურ საგადასახადო შემცირების პროგრამას“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
0
0