
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლიკე რასმუსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეძლებს გამოიყენოს მისთვის გადაცემული F-16 საბრძოლო თვითმფრინავები რუსეთში სამხედრო ობიექტებზე საჰაერო იერიშის მისატანად.
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა უპასუხა კითხვას, მისცემს თუ არა კოპენჰაგენი კიევს უფლებას გამოიყენოს მისი ქვეყნის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ავიაგამანადგურებლების რუსეთის ტერიტორიაზე.
„მოკლე პასუხი არის დიახ. ეს არ არის ახალი პოზიცია,” - თქვა რასმუსენმა.
შეგახსენებთ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რომლის უფლებამოსილების ვადა ზაფხულში იწურება, ალიანსის ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინას დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე შეტევის უფლება მისცენ.
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა იგივე მოწოდებით მიმართა ევროკავშირის ქვეყნებს
0
0