უკრაინა ამერიკული ავიაგამანადგურებლების, F-16 პილოტების მომზადების ტემპებით უკმაყოფილოა. ამის შესახებ გამოცემა Politico იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, უკრაინას აშშ-ში მოსამზადებლად 30 პილოტის გაგზავნა სურდა, მაგრამ ამერიკელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ არიზონის ბაზაზე სექტემბრის ბოლომდე მხოლოდ 12 უკრაინელი პილოტის მომზადება შეუძლიათ. მთავარი პრობლემა - სკოლაში პილოტების ადგილების უკმარისობაა, რადგანაც იქ სხვა ქვეყნების პილოტების მომზადებაც ხდება.
რუმინეთსა და დანიაში არსებულ პილოტების მომზადების ცენტრებს ამდენი მფრინავის მომზადება ასევე არ შეუძლიათ, დანიაში ამჟამად 8 უკრაინელი პილოტი ემზადება, მაგრამ ეს სკოლა მომავალ წელს იხურება, ვინაიდან დანიელი პილოტები უფრო თანამედროვე, F-35 გამოყენებას იწყებენ.
LockheedMartin-ის მიერ რუმინეთში ორგანიზებული პილოტების მომზადების სკოლას ასევე შეზღუდული რაოდენობის პილოტების მიღება შეუძლია.
Politico წერს, რომ უკრაინა დიდხანს სთხოვდა დასავლელ მოკავშირეებს, რომ მას F-16 გადასცეს. მაგრამ ჯერ გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდებოდა, შემდეგ ავიაგამანადგურებლების გაგზავნა, ახლა კი პრობლემა პილოტების მომზადებას შეეხო.
წლის ბოლომდე საერთო ჯამში F16-ზე 20-მა უკრაინელმა პილოტმა უნდა გაიაროს მომზადება. და ეს მხოლოდ ნახევარი 40 პილოტიდან, რაც 20 ავიაგამანადგურებლისგან შემდგარი ესკადრილიის შესავსებად არის აუცილებელი.
ნიდერლანდები, დანია, ნორვეგია და ბელგია საერთო ჯამში უკრაინას 45-60 ავიაგამანადგურებლის მიწოდებას ჰპირდებიან. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 120-130 ავიაგამანადგურებელი სჭირდება.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისიდან
07/05/2026