20/06/2023
11:23
მსოფლიო
უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო 7 პირობიდან 2-ს აკმაყოფილებს - ინფორმაციას "როიტერსი" ორ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტატიის მიხედვით, კიევის მიერ შესრულებული კრიტერიუმებია სასამართლო რეფორმა და მედიის შესახებ კანონი. "როიტერსი" წერს, რომ სწორედ ამ შინაარსის იქნება ის ზეპირი მოხსენება, რომელსაც ევროკომისია წარადგენს ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც სტოკჰოლმში გაიმართება.
ამავე დღეს წარადგენს კომისია საქართველოს და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ზეპირ მოხსენებასაც.
ევროკავშირის მიერ დაწესებული სხვა პირობები მოიცავს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ძალოვანი უწყებების რეფორმებს, ფულის გათეთრებასთან ბრძოლას, ასევე, კანონების მიღებას, რომელიც ოლიგარქების "შეკავებასა" და ეთნიკური უმცირესობების დაცვას შეეხება.
0
0