
ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის განცხადებით, რუსეთის გრძელვადიანი მიზანი უკრაინაში ქვეყნის სატელიტ სახელმწიფოდ გარდაქმნა და მისი მოსკოვის კონტროლის ქვეშ „დაბრუნებაა“.
„უკრაინა მხოლოდ ტერიტორია არ არის. ეს არის შეტაკება ორ ცივილიზაციას შორის - თავისუფალ, დემოკრატიულ დასავლეთსა და იმპერიულ რეჟიმს შორის, რომელიც განადგურებისა და ბატონობისკენ არის მიმართული. დღეს უკრაინა იცავს ევროპის არსს“, - განაცხადა ლიპავსკიმ.
European Pravda-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ლიპავსკი დასძენს, რომ „მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას მომავალში“.
„დონეცკი, ლუგანსკი, მარიუპოლი და ყირიმი ევროპა გახდებიან, როდესაც მათ თავზე კვლავ უკრაინის დროშა აფრიალდება, რადგან უკრაინა ევროპაა და ცივილიზაციების შეტაკებაში იბრძვის ჩეხების, ასევე ფრანგების, იტალიელების, გერმანელების, პოლონელების და მრავალი სხვა ერის მომავლისთვის. უკრაინა და ევროპა გაიმარჯვებენ!“ - წერს ლიპავსკი.
0
0