02/12/2023
23:12
მსოფლიო
ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის და „შესაძლოა, აღარ იყოს განსხვავებული რუსეთისგან, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული“. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კიევის მერმა გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.
„რაღაც მომენტში ჩვენ შევწყვეტთ განსხვავებულობას რუსეთისგან, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული. ახლა არის მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი – ადგილობრივი ხელისუფლება, მაგრამ მასზე უზარმაზარი წნეხია“, – განაცხადა კლიჩკომ.
კიევის მერის თქმით, ომის პირველ თვეებში ქვეყანა ლიდერის გარეშე იყო, აშკარა ქაოსი იყო და მერები მთავარ როლს ასრულებდნენ, როგორც აზრის ლიდერები, ქალაქების დაცვაში ეხმარებოდნენ ხალხსა და სამხედროებს, მაგრამ პრეზიდენტის ოფისში, კლიჩკოს თქმით, მერები განიხილებიან მხოლოდ დაბრკოლებად ქვეყანაში ძალაუფლების სტრუქტურების ცენტრალიზაციისთვის.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ემუქრება თუ არა დემოკრატიას უკრაინაში სერიოზული საფრთხე, კლიჩკომ უპასუხა: „დიახ“, თუმცა, მისივე თქმით, „თითქმის შეუძლებელია უკრაინის ავტორიტარულ სახელმწიფოდ გადაქცევა ასე“, რადგან მერის განცხადებით, უკრაინელები ამისთვის ძალიან თავისუფლებისმოყვარეები არიან.
ამასთან ერთად, კიევის მერმა განაცხადა, რომ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მას არცერთი შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი არ ჰქონია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
0
0