
უკრაინა „ყველა თვალსაზრისით“ არ არის მზად ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რადიო Kossuth-ის ეთერში განაცხადა.
„მოლაპარაკებების დაწყება შეუძლებელია, ეს არის უნგრეთის მკაფიო პოზიცია“, - თქვა მან.
პრემიერმა დასძინა, რომ უკრაინა „შორს არის ევროკავშირის წევრობისგან, როგორც მაკო იერუსალიმიდან“. ეს უნგრული ანდაზა ეხება ჯვაროსანთა ლეგენდას, რომელიც მიდიოდა წმინდა მიწისაკენ და გაიღვიძა ერთ დღეს გემზე და ეგონა, რომ უკვე იერუსალიმში იყო, მაშინ როცა მისი გემი ჯერ კიდევ ახლანდელი ხორვატიის სანაპიროსთან იყო.
ორბანმა ასევე გაიხსენა, რომ ევროკავშირს „უნგრეთისათვის ბევრი ფული მართებს - სამი ან ოთხი, შესაძლოა უკვე ხუთი მილიარდი ევრო“, რომელსაც ის არ უბრუნებს „სხვადასხვა მიზეზის გამო“. ამასთან, ბუდაპეშტი არ ეთანხმება ამ საკითხის უკრაინის საკითხებთან დაკავშირებას.
„ძალიან მკაფიოდ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უნგრეთის უთანხმოება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით არ არის ვაჭრობის საგანი. ეს არ შეიძლება იყოს დაკავშირებული რაიმე ფულად საკითხთან. ის, რაც მართებთ, უნდა გადაიხადონ“ - ხაზგასმით აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, უკრაინასთან დაკავშირებული საკითხების მთელი სპექტრი - მისთვის თანხის გადახდა ევროპული ბიუჯეტიდან, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება - "არ შეიძლება უკავშირდებოდეს უნგრეთში ფულის დაბრუნებას".
0
0