
Economist-ის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკს შორის თურქეთში დაგეგმილი მოლაპარაკებები გაუქმდა.
„რამდენადაც ვიცი, უიტკოფსა და ერმაკს შორის თურქეთში დაგეგმილი მოლაპარაკებები გაუქმდა. მე შემატყობინეს, რომ უიტკოფმა შესაძლოა ვერ გააცნობიერა, თუ რა სკანდალში იყო ჩათრეული ვიზიტის ჩანიშვნის დროს“, - წერს Economist-ი.
მანამდე კი, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 19 ნოემბერს, სტივ უიტკოფი თურქეთში ვიზიტს და ზელენსკისთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას გეგმავდა.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბურჰანეტინ დურანმა, მანამდე განაცხადა, რომ, 19 ნოემბერს რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის დაგეგმილი მოლაპარაკებების პროცესი თურქეთში ზელენსკის ვიზიტის დროს განსახილველი საკითხების დღის წესრიგში იქნება.
0
0