07/11/2022
11:12
პოლიტიკა
უნგრეთიც საინტერესოა. უნგრეთში ახლა მოხდა ის, რაზეც ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია საუბრობენ. გაერთიანდა ყველა ორბანის წინააღმდეგ. გაკეთდა სრულიად უიდეო ალიანსი ორბანის პოპულისტური პარტიის დასამარცხებლად – ნაციონალ პოპულარული იობიკიდან დაწყებული, ლიბერალები, სოციალისტები, მწვანეები და ა.შ. - ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დიდი გაერთიანება ორბანის წინააღმდეგ კეთდებოდა ევროკავშირისა და სოროსის პატრონაჟით. უიდეო ერთობა კი, მისივე შეფასებით, კრახით დასრულდა, ორბანს თითქმის საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს.
"უნგრეთიც საინტერესოა.
უნგრეთში ახლა მოხდა ის, რაზეც ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია საუბრობენ.
გაერთიანდა ყველა ორბანის წინააღმდეგ.
გაკეთდა სრულიად უიდეო ალიანსი ორბანის პოპულისტური პარტიის დასამარცხებლად - ნაციონალ პოპულარული იობიკიდან დაწყებული, ლიბერალები, სოციალისტები, მწვანეები და ა. შ.
საერთო ოპოზიციური პრაიმერი გააკეთეს.
ასე შეარჩიეს მაჟორიტარი კანდიდატები და პრემიერობის კანდიდატი.
ეს დიდი გაერთიანება კეთდებოდა ევროკავშირის და სოროსის პატრონაჟით.
სულ ახლახანს, კრახით დასრულდა უიდეო ერთობა - ორბანს თითქმის საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს.
კატასტროფიზმი პოპულიზმს ვერ ამარცხებს - უიდეო, მექანიკური გაერთიანებები და სოციალური ინჟინერია არ ამართლებს", წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0