10/11/2021
12:22
პოლიტიკა
მისი თქმით, სამწუხაროდ, სწორედ ასეთია „ნაციონალური მოძრაობის“ სახე.
„უგულავამ თქვა, რომ უნდა იყოს მუქარები, ბოძებზე გაიკრას სურათები, უნდა დამუნათდნენ ოჯახის წევრები და მათ შორის ბავშვები. სამწუხაროდ, ეს არის მათი სახე. შემაშფოთებელია ის, რომ საზოგადოებას ამ მუქარის დამაჯერობლობა აქვს, რადგან მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეს ყველაფერი გაკეთებული აქვთ. როცა ახლა ოპოზიციაში ხარ და ასე იმუქრები, გააკეთებ იმას, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდი. დიდი კვლევა არ სჭირდებოდა იმას, რა სურდა რადიკალურ ოპოზიციას, მაგრამ უგულავას განცხადებამ წერტილი დაუსვა იმას, რა მიზანი აქვს რადიკალურ ოპოზიციას, აქციებს, სააკაშვილის შიმშილს. ამას უგულავამ უპასუხა მისი გულწრფელი განცხადებით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიგი უგულავამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ვინც უმოქმედოა, უკანონოდ აკავებს აქტივისტებს, ტყუილად ჰგონია, რომ კოვიდის ნიღაბი გადაარჩენს, რადგან ყველას გვარი იქნება ონლაინ გამოქვეყნებული.
0
0