
3 აგვისტოს, შოვში მომხდარ სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე საზოგადოებას მადლობას უხდის.
"ვიცოდი ქართველები ასეთი თბილი ხალხი რომ ვიყავით!! უამრავი გამამხნევებელი შეტყობინება მომდის, ყველგან მწერენ, სადაც შეიძლება მომწერონ, ყველგან მირეკავენ საერთოდ ჩემთვის უცნობი ადამიანები ისეთი სიტყვებით მამხნევებთ, რომ მეტირება.
მადლობა ყველას თითოეული გამამხნევებელი შეტყობინებისთვის! უფრო შემიყვარდა და უფრო დავაფასე ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი!"-წერს ჯელაძე სოციალურ ქსელში.
დავით ჯელაძის ფოტო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
ფოტოში ჩანს, თუ როგორ გამოჰყავს ახალგაზრდა მამაკაცს სტიქიის ზონიდან საკუთარი დისშვილი.
3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა. იდენტიფიცირებულია 14 გარდაცვლილი.
სტიქიის ზონაში 16 ადამიანს ინტენსიურ რეჟიმში ეძებენ.
0
0