
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ახლანდელი ფორმით სერიოზული შეფერხებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. გულწრფელი იმედი გვაქვს, გზა იქნება ნაპოვნი, რომ კანონი გაწვეულ იქნას ან მნიშვნელოვნად შეიცვალოს , - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, მალე ვენეციის კომისიის დასკვნა გახდება ცნობილი და კვლავ იმედი გამოთქვა, რომ კანონი დღევანდელი ფორმით არ იქნება მიღებული.
"ხმამაღლა და ნათლად ვთქვით, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი ახლანდელი ფორმით სერიოზული შეფერხებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. გულწრფელი იმედი გვაქვს, რომ გზა იქნება ნაპოვნი, რომ ეს კანონი გაწვეულ იქნას ან მნიშვნელოვნად შეიცვალოს. ყველამ ვიცით, რომ ვენეციის კომისიას სთხოვეს თავისი იურიდიული მოსაზრება წარედგინა. ძალიან მალე ველით ამ იურიდიული მოსაზრების გამოქვეყნებას, და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო პროცედურები იქნება ნაპოვნი, რათა ეს კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით არ იქნას მიღებული," - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
0
0
5 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
01/05/2026
4 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
01/05/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 მაისიდან
01/05/2026
მეუფე შიო მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა
01/05/2026