
ევროკავშირი შურს იძიებს საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ 2024 წლის არჩევნებში რეფერენდუმი გამოგვიცხადეს და ამ რეფერენდუმში ბრიუსელი დამარცხდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს მარია ზახაროვას განცხადებაზე, თუ როგორ ერეოდა დასავლეთი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების პროცესში საქართველოს შიდა საქმეებში.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რას იტყვის გარეთ, „ჩვენ არ გვჭირდება სხვისი შეფასება, რომ საკუთარი შეფასებები გვქონდეს“.
„ფაქტია, ევროკავშირი, რომელიც თავს წარმოადგენს მშვიდობის პროექტად და დემოკრატიის მცველად, სხვა ქვეყანაში, და განსაკუთრებით კანდიდატ ქვეყანაში, არჩევნებში ჩაერია. ასევე ჩაერია ერთი სუბიექტის, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და ამ არჩევნებში დამარცხდა. რასაც ორი წელია ვუყურებთ, ეს არის ამ მარცხის გამო ვენდეტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომ შური იძიონ. ევროკომისიის პრესსპიკერის მხრიდან 4 ოქტომბრის მხარდაჭერაც სწორედ ამ მიზეზით იყო. ამის დასტურია მოძალადეების მხარდაჭერა ევროკავშირის ელჩის მხრიდან. ევროკავშირი დღეს შურს იძიებს საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ 2024 წლის არჩევნებში რეფერენდუმი გამოგვიცხადეს და ამ რეფერენდუმში ბრიუსელი დამარცხდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0